შუაფხოს საჯარო სკოლა ერთერთი სკოლაა მათ შორის
, რომელიც პროგრამა „ასწავლე საქართველოსთან“ დაფუძნების დღიდან თანამშრომლობს. პროგრამის მონაწილეები ხელს უწყობენ სკოლაში განათლების
სისტემაში მიმდინარე სიახლეების დანერგვასა და პოპულარიზაციას და აქტიურად თანამშრომლობენ
ადგილობრივ მასწავლებლებთან.
მიმდინარე წლის 30 მაისს სკოლაში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი.
გაკვეთილი მოამაზადეს და ჩაატარეს პროგრამა
„ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილემ, ისტორიის მასწავლებელმა დავით ჩივაძემ
და შუაფხოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა მაიკო კუწაშვილმა.
გაკვეთილს დაესწრნენ სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. მოსწავლეების მცირე რაოდენობა მნიშვნელოვან შემაფერხებელ
ფაქტორს წარმოადგენს მუშაობის პროცესში. დაწყებითი საფეხურის მეხუთე კლასში ოთხი ბავშვია
და სკოლაში ერთერთ „მრავალრიცხოვან“ კლასად ითვლება, თუმცა ბავშვების მონდომება და
ინტერესი მრავალი პრობლემის გადალახვის საშუალებას იძლევა. გაკვეთილის ჩასატარებლად სწორედ მეხუთე კლასი შეირჩა.
გაკვეთილი „საქართველოს ფარგლებს გასცდა“ და
ერთგვარი მოგზაურობის სახე მიიღო. ღონისძიება საათ-ნახევრის განმავლობაში მინდინარეობდა და მისი თემა იყო „ლონდონის ღირსშესანიშნაობანი“.
გაკვეთილის გეგმაში გათვალისწინებული იყო ინტერაქტიური
სწავლების მოთხოვნები. გამოყენებულ იქნა მრავალფეროვანი აქტივობები და გაფორმებული
იყო ვიზუალურად, რათა პროცესი ბავშვებისათვის სახალისო და იოლად აღსაქმელი ყოფილიყო.
გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური და წყვილებში მუშაობა. ბავშვებმა იხილეს პრეზენტაცია PowerPoint-ში. მოსწავლეებმა ერთმანეთი შეაფასეს წყვილში თანატოლთა შეფასების რუბრიკებით,
რომლებიც მათი მონაწილეობით იყო შემუშავებული .
პედაგოგებმა მოსწავლეთა შესაფასებლად გამოიყენეს წინდაწინ შემუშავებული სქემები
საზოგადოებრივ მეცნიერებებსა და უცხო ენაში.გაკვეთილის დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ
ფერად ფურცლებზე გამოხატა თავისი შთაბეჭდილებები, დამოკიდებულება და სურვილები.
აღსანიშნავია ის, რომ გაკვეთილმა დამსწრე საზოგადოების
მოწონება დაიმსახურა. პედაგოგებმა და მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი კიდევ გაიმართოს
ანალოგიური ღონისძიებანი , ისინი თავადაც აპირებენ მსგავსი პროექტების განხორციელებას.
ელ-ფოსტა: dachi133@gmail.com
ელ-ფოსტა: dachi133@gmail.com